09 ოქტომბერი 2024,   12:29
ვრცლად
უამინდობამ აშშ-ში გადაადგილების პრობლემები, მოსახლეობასთან ერთად, პრეზიდენტსაც შეუქმნა

ამერიკის ცენტრალურ შტატებში ძლიერი დიდთოვლობა და ყინვებია. ტრანსპორტის გადაადგილება შეფერხებულია ვაშინგტონშიც.

უამინდობის გამო, კალიფორნიიდან დაბრუნებული ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა თეთრ სახლში, ვერტმფრენის ნაცვლად, ავტომობილით დაბრუნდა.

სტიქიის გამო, მაგისტრალზე ავტოავარიების რიცხვი გაიზარდა. შეფერხებით სრულდება ავიარეისებიც.

ჩრდილოეთ კალიფორნიასა და ტენესიში 2 ათას 600 რეისი გადადეს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, დღეს არქტიკული შტორმი აშშ-ის აღმოსავლეთ შტატებშია მოსალოდნელი.

ამავე თემაზე
დღის ამბები