28 აპრილი 2024,   21:43
ვრცლად
ვარკეთილში დაჭრილი ერთ-ერთი მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია

ვარკეთილში დაჭრილი ერთ-ერთი მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, 45 წლამდე მამაკაცი მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი. სამედიცინო დაწესებულებაში რჩება დანარჩენი სამიც, მათ მდგომარეობას ექიმები მძიმედ აფასებენ.

ოთხივეს ქირურგიული ჩარევა დასჭირდათ. ექიმები ყვებიან რომ ყველა მათგანს ჭრილობები ბასრი საგნით აქვთ მიყენებული. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა თბილისის სხვადასხვა კლინიკებში გუშინ მიიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა გუშინ ღამე, ვარკეთილში, მიხეილ გახოკიძის 168 ნომერში მოხდა. "კურიერის" ინფორმაციით, დაჭრილები სამარშუტო ტაქსების მძღოლები არიან. ისინი ქალაქგარეთ ერთად იმყოფებოდნენ, თბილისში დაბრუნების შემდეგ კი მათ შელაპარაკება მოუვიდათ. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები