19 აპრილი 2024,   21:11
ვრცლად
ავღანეთში თავდასხმის შედეგად 24 სამხედრო დაიღუპა

ავღანეთში თავდასხმის შედეგად 24 სამხედრო დაიღუპა. შემთხვევა ფარაჰის პროვინციაში მოხდა. თალიბანის მებრძოლები ჯარისკაცებს იმ დროს დაესხნენ თავს, როდესაც ისინი ერთ-ერთ დასახლებაში ოპერაციის ჩასატარებლად ემზადებოდნენ. მომხდარის შემდეგ ავღანეთის ავიაციამ მებრძოლების პოზიციებზე იერიში მიიტანა, რასაც 30-მდე მებრძოლი ემსხვერპლა.

ეს ბოლო ორი კვირის განმავლობაში ირანის საზღვრის მახლობლად მდებარე პროვინციაში თალიბების მიერ მოწყობილი რიგით მეორე თავდასხმაა.

დღის ამბები