18 ნოემბერი 2024,   01:38
ვრცლად
"ქართული ოცნების" ოფისში პრემიერი მმართველ გუნდს ხვდება

გიორგი კვირიკაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის და მინისტრთა კაბინეტის წევრებს ხვდება. შეხვედრა „ქართული ოცნების“ ოფისში მიმდინარეობს.

ოფისში შესვლამდე კომენტარი გააკეთეს, როგორც მინისტრთა კაბინეტის წევრებმა, ასევე დეპუტატებმა.

შეხვედრის მონაწილეები ადასტურებენ, რომ საუბარი შეეხება, თითქმის, ყველა აქტუალურ საკითხს.

„მინდა, გულწრფელი, ღრმა წუხილი გამოვთქვა. ჩემი სამძიმარი გამოვუცხადო ამ ადამიანის ოჯახს და მჯერა, მალე შევძლებთ იმას, რომ მივაბაროთ მიწას. რაც შეეხება იმას, იქნება დღეს საუბარი თუ არა, გამიჭირდება გითხრათ, რადგანაც დღის წესრიგი ჩემთვის უცნობია,“ - განაცხადა  ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ.

ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც, სავარაუდოდ, დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრებენ, ტატუნაშვილის საქმეზე რეზოლუციის მიღებაა.

ამის შესახებ განცხადება გუგული მაღრაძემ გააკეთა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ამბობს, რომ მისასალმებელი იქნება, თუ პარლამენტს ექნება ერთიანი პოზიცია, რადგან ამას უფრო მეტი ძალა ექნება საერთაშორისო თანამეგობრობაში.

„რეზოლუცია უნდა იყოს საქმიანიც, უნდა იყოს რეალისტურიც. იქ არ ჩავწეროთ ისეთი რაღაც, რომელიც საერთოდ საერთაშორისო სამართლის ან სისხლის სამართლის მიხედვით მიუღებელია. ასე რომ, თუ ასე შევთანხმდებით, ძალიან კარგი იქნება ერთობლივი რეზოლუცია,“ - განაცხადა გუგული მაღრაძემ.

შეხვედრა პარტიის ოფისში უკვე ერთი საათია, მიმდინარეობს. 

დღის ამბები