26 აპრილი 2024,   22:08
ვრცლად
"გაურბის კითხვებს" - ბათუმის საკრებულოს "ენმ"-ის წევრების და ბათუმის მერის შეხვედრა ვერ შედგა

ბათუმის საკრებულოს " ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრების ბათუმის მერთან შეხვედრა არ შედგა. ლაშა კომახიძე, მიზეზად გადატვირთულ გრაფიკს ასახელებს და ოპოზიციას შეკითხვებზე პასუხის გაცემას წერილობით სთავაზობს.

„ჩემს მიერ შეთავაზებული იყო შევხვედროდით მარტის ბოლოს და მანამდე, თუკი გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენდა,  შესაძლებელი იყო ნებისმიერი პასუხი გაგვეცა წერილობითი ფორმითაც,“ - განაცხადა ბათუმის მერმა.

ოპოზიცია მერს უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებს და ლაშა კომახიძის გადაწყვეტილებას იმ მიზეზით ხსნის, რომ მერს მათ შეკითხვებზე პასუხი არ აქვს.

„ჩვენი შეხვედრა იყო ჩანიშნული 11 საათზე. მთელი ერთი საათი ჩვენ შეგვეძლო გვესაუბრა. ერთ-ერთ საკითხზე გაგვევლო დღეს და შემდგომ გაგვეგრძელებინა სხდომა, მაგრამ მან ესეც კი არ ჩათვალა საჭიროდ და აუცილებლად. გაურბის კითხვებს, იმიტომ რომ არ აქვს პასუხი, იმიტომ რომ როცა ვკითხავთ, რატომ მიდის  იქ უნებართვო მშენებლობა, ან უნდა გვიპასუხოს, იმიტომ რომ კორუფციაა ქალაქში და ამიტომ მიდის, ან პასუხი არ აქვს,“ - აცხადებს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე მირდატ ქამადაძე.

დღის ამბები