09 ოქტომბერი 2024,   12:31
ვრცლად
გაეროს უშიშროების საბჭო მინსკის შეთანხმებას სრულ მხარდაჭერას უცხადებს

გაეროს უშიშროების საბჭო უკრაინის კონფლიქტში ჩართულ ყველა მხარეს მინსკის შეთანხმების უპირობო შესრულებისკენ მოუწოდებს და მინსკის შეთანხმებას სრულ მხარდაჭერას უცხადებს. ამის შესახებ საუბარია უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე მიღებულ რეზოლუციაში.

უშიშროების საბჭოს წევრებმა უკრაინის აღმოსავლეთში ვითარების გამო შეშფოთება გამოთქვეს და კიდევ ერთხელ გამოხატეს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.

სხდომის მოწვევა უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მოითხოვა.

"უშიშროების საბჭოს წევრები შეშფოთებულები არიან დებალცევოში არსებული ვითარებით, რომლის გამოც დაიღუპა რამდენიმე მშვიდობიანი მოსახლე. ძალადობა უნდა დასრულდეს," -აცხადებს გაეროს უშიშროების საბჭოს პრეზიდენტი ლიუ ჟიუეი.

ამავე თემაზე
დღის ამბები