09 ოქტომბერი 2024,   12:27
ვრცლად
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან რუსეთი დღეს ე.წ. სახელმწიფო საზღვრის შესახებ ხელშეკრულებას გააფორმებს

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან რუსეთი დღეს ე.წ. სახელმწიფო საზღვრის შესახებ ხელშეკრულებას გააფორმებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაშია საუბარი.

„ვვარაუდობთ, რომ ეს წერტილს დაუსვამს საქართველოს მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ რუსეთი გეგმავს სამხრეთ ოსეთის ანექსიას, ან მიერთებას. ამგვარი ქმედების მიზანი სამხრეთ კავკასიაში რუსეთის პოლიტიკის დისკრედიტაციაა,” - აღნიშნულია განცხადებაში.

სააგენტო ”რესთან” საუბრისას ოკუპირებული რეგიონის ე.წ. ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრი კი აცხადებს, რომ მხარეები სტრატეგიული თანამშრომლობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმების გაფორმებაზეც იმსჯელებენ.

მსგავსი დოკუმენტი მოსკოვმა რამდენიმე თვის წინ ოკუპირებულ აფხაზეთთან უკვე გააფორმა.

 

დღის ამბები