03 ოქტომბერი 2024,   08:34
ვრცლად
რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას კვლავ არღვევს - დებალცევოში სროლა არ წყდება

დებალცევოს რაიონში პრორუს მებრძოლებსა და სამთავრობო ძალებს შორის მეორე დღეა ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს. სეპარატისტებმა იერიშებში სარეზერვო ძალები ჩართეს და უკვე ქალაქის ცენტრში იმყოფებიან.

უკრაინული მხარე ადასტურებს, რომ დებალცევოს ნაწილს პრორუსები აკონტროლებენ. გასული 24 საათის განმავლობაში არმიამ 5 ჯარისკაცი დაკარგა. 200-მდე სამხედრო კი პრორუსმა მებრძოლებმა ტყვედ აიყვანეს.

უკრაინელი ჯარისკაცები აცხადებენ, რომ ისინი მაქსიმალურად ცდილობენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არ დაარღვიონ, თუმცა რუსი სეპარატისტების მხრიდან სროლა არ წყდება, შესაბამისად, მათ საპასუხო რეაგირება უწევთ.

ინტენსიური საარტილერიო იერეშების შედეგად, მთლიანად განადგურდა დებალცევოდან 8 კილომეტრზე მდებარე სოფელი. რუსული საინფორმაციო სააგენტოები ასევე ავრცელებენ ინფორმაციას, რომ შეტაკებების დროს სეპარატისტთა ლიდერი ალექსანდრე ზახარჩენკო დაიჭრა.

ამავე თემაზე
დღის ამბები