03 ოქტომბერი 2024,   08:38
ვრცლად
„ნაციონალური მოძრაობა” ქალაქის მერიას საატესტაციო გამოცდების არაკანონიერად წარმართვაში ადანაშაულებს

„ნაციონალური მოძრაობა” ქალაქის მერიას საატესტაციო გამოცდების არაკანონიერად წარმართვაში ადანაშაულებს და დავით ნარმანიას თანამდებობის პირების გათავისუფლებას სთხოვს.

ნიკა მელიას განცხადებით, მერიის თანამშრომლების ნაწილს ატესტაციის პირველი ეტაპიც არ გადაულახავს.

„გუშინ მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნეს ორასამდე თანამშრომელს, რომლებმაც გადალახეს ზღვარი, თუმცა სუბიექტური მოსაზრებებიდან გამომდინარე, მაინც გაათავისუფლეს,” -განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ნიკა მელიამ და მოუწოდა ყველა პროფესიონალ კადრს, მიიღონ მონაწილება კონკურსში. მისი თქმით, ამ ეტაპზე ეს არის თბილისის გადარჩენის ერთადერთი შანსი.

შეგახსენებთ, რომ მერიის კონკურსისთვის რეგისტრაცია უკვე დიაწყო და რამდენიმე ათეული ადამიანია დარეგისტრირებული.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები