03 ოქტომბერი 2024,   08:35
ვრცლად
თბილისის მერის შენიშვნები სასწრაფო სამედიცინო სამსახურს

თბილისის მერს სასწრაფო სამედიცინო მანქანების გამოძახების დაგვიანებებზე შენიშვნები აქვს. დავით ნარმანია აცხადებს, რომ შესწავლილ უნდა იქნეს ყველა მიზეზი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო მანქანების გამოძახებაზე დაგვიანებას იწვევს.

თბილისის მთავრობის სხდომაზე ნარმანია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალ ხელმძღვანელს თემურ ბარკალაიას მოუწოდებს, რომ ყველაფერი გააკეთოს სასწრაფო სამედიცინო მანქანების გამოძახების ოპერატიულობის გაზრდისთვის.

ახალი ხელმძღვანელის თემურ ბარკალაიას განცხადებით, კადრების ოპტიმიზაცია მოხდება. მისი თქმით, იგეგემება ქვეფილიალის გახსნაც.

თბილისის მთავრობის სხდომაზე ასევე ცნობილი გახდა, რომ 2015 სექტემბრისთვის გლდანში, ახმეტელის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა ორდონიანი ავტოპარკინგი, რომელიც 160 მანქანისთვის იქნება გათვალისწინებული.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები