17 ნოემბერი 2024,   11:29
ვრცლად
მანჩესტერმა დი მარია დააჯარიმა

ლუი ვან გაალი ძალიან უკმაყოფილოა დი მარიას ქცევით, რომელიც გუნდის ამერიკულ შეკრებაზე  არ ჩავიდა.

მანჩესტერის მთავარმა მწვრთნელმა  არგენტინელი ფეხბურთელი 360 ათასი ფუნტით უკვე დააჯარიმა.

ინგლისური მედიის ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, დი მარიას კიდევ დამატებითი სანქციები დაეკისროს.

მეტიც, მანჩესტერი აღარ არის თანახმა, ნახევარმცველი პსჟ-ს 43.7 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ დაუთმოს და ახლა, მინიმუმ, 45 მილიონს ითხოვს.  

 
დღის ამბები