სერბეთის ქალაქ სუბოტიცაში დაწყებულ ევროპის ჩემპიონატზე, ჭაბუკ მოჭიდავეთა შორის წარმატებული სტარტი აიღეს ქართველმა მოჭიდავეებმა.
პირველ დღეს თავისუფალი სტილის 5 წონის ფალავანმა იასპარეზა. გიორგი იანთბელიძის მომზადებულმა ნაკრებმა ხუთივე წონაში მედალი მოიპოვა, აქედან სამი ოქროს.
თორნიკე ქათამაძე, ალეკო ლომიძე და ივერი ჯულაყიძე ევროპის ჩემპიონები გახდნენ, ხოლო თეიმურაზ ვანიშვილმა და ბექა ჭელიძემ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.