ოკლაჰომა სიტის კალათბურთელმა აღიარა, რომ თავს მსოფლიოს საუკეთესო კალათბურთელად მიიჩნევს.
„არ მინდა ვინმეს მიმართ უპატივცემულობა გამოვხატო, მაგრამ გულწრფელად მიმაჩნია, რომ საუკეთესო ვარ ამ სპორტის სახეობაში“, – განაცხადა დიურანტმა.
კალათბურთელმა ვარჯიში ტრავმით გამოწვეული 6 თვიანი პაუზის შემდეგ განაახლა და ამჟამად შეერთებული შტატების ეროვნული გუნდის შეკრებაზე იმყოფება.
წყარო: Bleacher Report