თბილისის მერიის თასზე საქართველოსკალათბურთელთა ნაკრებმა, ლატვიის ნაკრები 78:76 დაამარცხა.
ტურნირზე ქართველმა კალათბურთელებმა ზედიზედ ორი მატჩი მოიგეს.
მერიის თასის გამარჯვებულის ვინაობა ხვალ გაირკვევა. გადამწყვეტ შეხვედრაში ერთმანეთს საქართველოს და იტალიის ნაკრებები შეხვდებიან, მატჩი თბილისის სპორტის სასახლეში 21 საათზე დაიწყება.
ფოტო: საქართველოს კალათბურთის ფედერაციის Facebook-ის გვერდი.