ხერარდ პიკეს შესაძლოა სასჯელის სახით 12 მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯონ.
ესპანეთის სუპერთასის საპასუხო შეხვედრაში, ბარსელონას მცველი გვერდით მსაჯთან მივიდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
მისი ასეთი აღშფოთება თამაშის წინა ეპიზოდში მსაჯის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომელიც პიკემ უსამართლოდ ჩათვალა.
მთავარმა არბიტრმა ფეხბურთელი მოედნიდან გააძევა. ახლა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია მისი დისკვალიფიკაციის ხანგრძლივობაზე იმსჯელებს. ბარსელონას მცველი მინიმუმ 4 მატჩს გამოტოვებს.
სკანდალური საქციელით პიკე თბილისშიც გამოირჩა, როდესაც ევროპის სუპერთასზე სევილიას დამარცხების შემდეგ, თანაგუნდელებს ასეთი ფრაზით მიმართა: „მოდით ვიზეიმოთ, მადრიდს კი შეუძლია საკუთარ თავთან დაკავდეს სექსით“ ("Come on lads, let"s celebrate! Madrid can f**k themselves„).
წყარო: MIRROR.com