17 ნოემბერი 2024,   11:28
ვრცლად
ჩელსის სამიზნეები

ჩელსი იუვენტუსს პოლ პოგბას სანაცვლოდ 70 მილიონ ფუნტს შესთავაზებს. ახალი წინადადებით ჟოზე მაურინიო ტურინელებს უახლოეს დღეებში მიმართავს.

პარალელურად, ლონდონურმა კლუბმა უკვე დაიწყო მოლაპარაკებები ევერტონთან ჯონ სთოუნზის ტრანსფერის შესახებ. ჩელში ლივერპულელებს მცველის სანაცვლოდ 34 მილიონ ფუნტს სთავაზობს და იმედი აქვს, რომ გარიგების დასრულებას კვირის ბოლომდე შეძლებს. 

ორივე ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში, არისტოკრატების დანახარჯი 159 მილიონ ფუნტამდე გაიზრდება, რაც ლონდონური კლუბისთვის სარეკორდო მაჩვენებელი იქნება.

 

 

 

წყარო: MIRROR

დღის ამბები