საკუთარ მოედანზე ჰერტას დამარცხების შედმეგ, დორტმუნდი ბურთების უკეთესი შეფარდების წყალობით ისევ გახდა გერმანიის ჩემპიონატის ლიდერი. ამის მიუხედავად, ბორუსიას მთავარი მწვრთნელი ბოლომდე კმაყოფილი არ იყო.
„ის რომ სატურნირო ცხრილის სათავეში ვართ კარგია, მაგრამ თამაშისას გამოჩნდა, რომ გარკვეული პრობლემები მაინც გვაქვს“, – განაცხადა ტუხელმა.
ჰუმელსის და ობამეიანგის გოლებით, ბორუსია ჰერტას დამაჯერებლად ამარცხებდა. მოგვიანებით კალუმ ერთი საპასუხო გოლის გატანა მოახერხა. მატჩის მიწურულს კი ბერლინელთა კარი ადრიან რამოსმა აიღო – 3:1.
გაცილებით ცუდად დაიწყო ბუნდესლიგა გლადბახმა, რომელმაც ზედიზედ მესამე მატჩი წააგო. ამჯერად ლუსიენ ფავრეს გუნდი ბრემენში ადგილობრივ ვერდერთან დამარცხდა.
წყარო: KICKER
ვიდეო: goalsarena.org