ლეა ლინარესმა ლოს -ანჯელესამდე დიდი გზა გაიარა. კუბიდან ის გამვლელი მანქანების წყალობით დოდჯერსის ბაზამდე მივიდა და უკვე მესამე კვირაა ღამეს სტადიონის მახლობლად საფეხმავლო ბილიკზე ათევს.
ლეა ლინარესს სურს რომ ბეისბოლის ნაციონალური ლიგის მოთამაშე გახდეს. კუბელის თქმით, მისი შთაგონების წყარო ჯეკი რობინსონია - ბეისბოლის ლიგის ისტორიაში პირველი ფერადკანიანი მოთამაშე.
„მინდა ჩემი შესაძლებლობები წარმოჩენის შანსი მივიღო და მთელს მსოფლიოს ვანახო რა შემიძლია“, - ამბობს ლინარესი.
კუბელის თქმით, ის ბეისბოლს 8 წლიდან თამაშობს.
წყარო: eurosport.ru