მორიგი დაძაბულობა შალკესა და დორტმუნდის ურთიერთობაში იაკუბ ბლაჟიკოვსკის განცხადებამ გამოიწვია.
პოლონელმა ფიორენტინაში გადასვლამდე თქვა, რომ მისი შეძენა შალკეს სურდა, მაგრამ დორტმუნდის ფანებისადმი პატივისცემის გამო, ამაზე უარი თქვა.
„შალკეს ძალიან სურდა ჩემი შეძენა. თუმცა ვფიქრობ, ფეხბურთში და ცხოვრებაში ფული გადამწყვეტი არაა“, - განაცხადა ბლაჟიკოვსკიმ.
ამას მოჰყვა გელზენკირხენელთა პასუხი. შალკეს მენეჯერის თქმით, პოლონელი ფეხბურთელის აგენტმა მათ რამდენჯერმე შესთავაზა ბლაჟიკოვსკი და ისიც იკითხა როგორი ხელფასის იმედი უნდა ჰქონოდა მის კლიენტს.
„სისულელეა. მისი შეძენა არასოდეს გვდომებია“, - განაცხადა ჰორსტ ჰელდტმა.
წყარო: BILD