ლევერკუზენში ჩიჩარიტოს გადასვლაში დიდი წვლილი მიუძღვის გერმანიის ნაკრების კაპიტანს.
როდესაც გაირკვა, რომ ბაიერი ხავიერ ერნანდესის შეძენით დაინტერესდა, მექსიკელმა რჩევისთვის ბასტიან შვაინშტაიგერს მიმართა.
„რასაკვირველია, ბასტის ვესაუბრე. კლუბის, გუნდის სათამაშო სტილის და მთავარი მწვრთნელის შესახებ მხოლოდ დადებითად ისაუბრა. ეს ჩემთვის დიდი დახმარება იყო“, - განაცხადა ჩიჩარიტომ.
27 წლის თავდასხმელი ლევერკუზენმა მანჩესტერიდან სატრანსფერო პერიოდის ბოლო დღეს 11 მილიონ ევროდ შეიძინა.
წყარო: BILD