საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო თასზე თავის პირველ შეხვედრას 19 სექტემბერს, ტონგასთან გამართავს.
ჩვენი გუნდი C ჯგუფში გამოდის, სადაც ტონგას გარდა მოქმედი ჩემპიონი ახალი ზელანდია, არგენტინა და ნამიბიის გუნდები ითამაშებენ.
მილტონ ჰეიგმა დაასახელა ის 31 მორაგბე, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღებენ მონაწილეობას.
ნაკრებს მიღმა სამი გამორჩეული მორაგბე დარჩა, რომლებიც საფრანგეთის სარაგბო ლიგაში ასპარეზობენ : ზურაბ ჟვანია (სტად დე ფრანსი) , ვასილ კაკოვინი (ტულუზა) და დიმიტრი ბასილაია (პერპინიანი).
დრეს ბორჯღალოსნები კანადას დაუპირისპირდებიან. მატჩი თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება. მსოფლიო თასამდე ჩვენი ნაკრები 5 სექტემბერს იაპონიის ნაკრებსაც ეთამაშება.
წყარო:site.rugby.ge