6 წლის ალფონსო ვიდალს ექსპერიმენტულ მკურნალობას ჩაუტარებენ. ინფორმაცია ამის შესახებ არტურო ვიდალმა Twitter- ის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა.
„დღეს იწყება ექსპერიმენტული მკურნალობა. იტალიაში მდებარე საავადმყოფოში რამდენიმე ბავშვია, მათ შორის ჩვენი შვილიც. იმედი გვაქვს, რომ ექსპერიმენტი წარმატებული იქნება “, - წერს ბაიერნის ნახევარმცველი.
არტურო ვიდალის შვილი ტურინში დიაბეტს მკურნალობს. გასულ კვირაში ჩილელმა დატოვა ნაკრების ბაზა და იტალიაში გაემგზავრა.
წყარო: eurosport.ru