მადრიდის რეალის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ჩინურ Sina Sports- თან ინტერვიუში განაცხადა რომ ფსონს კრიშტიანო რონალდოს ბომბარდირობაზე დადებს.
„ესპანელები იღბლიანი ხალხია, რადგან მათი ქვეყნის საფეხბურთო ჩემპიონატში რონალდო და მესი თამაშობენ. მე კრიშტიანოს შესაძლებლობებს კარგად ვიცნობ და ფსონს დავდებ , რომ პორტუგალიელი წელს პიჩინის მოიგებს“, -განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.
ანჩელოტიმ რეალის ახალ მწვრთნელზე, რაფაელ ბენიტესზეც ისაუბრა.
„მე ვიცი, როგორი რთულია, იყო მადრიდის რეალის მწვრთნელი. რაფა ბენიტესს წარმატებას ვუსურვებ. მას წინ დიდი გამოწვევები ელის“- ნათქვამია ინტერვიუში.
კარლო ანჩელოტი სამეფო კლუბს 2013-15 წლებში წვრთნიდა. გუნდთან ერთად იტალიელმა ჩემპიონთა ლიგა, ესპანეთის სამეფო თასი ევროპის სუპერთასი და კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.
წყარო: as.com