დღეს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალურ შეხვედრას ლიტვის წინააღმდეგ გამართავს.
საქართველოს ნაკრები შეხვედრისთვის ოპტიმალური შემადგენლობით ემზადება. გუნდს ტრავმირებული კალათბურთელი არ ჰყავს.
შეხვედრა საფრანგეთში, ლილის სტად დე პიერ მარუას საკალათბურთო არენაზე გაიმართება, რომელიც სპეციალურად ევროპის ჩემპიონატისთვის მოეწყო და მას 30 ათასი მაყურებლის მიღება შეუძლია.
მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ფოტო: GBF.ge