ლას ვეგასში მიმდინარე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ოქროს მედალის მფლობელი გახდა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ჭიდაობაში 8 წელია მსოფლიოს ჩემპიონის ოქროს მედალი არ მოუპოვებია.
57 კილოგრამ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მოიპივა. მძიმე წონაში კი მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალს გენო პეტრიაშვილი დაეუფლა.
ხინჩეგაშვილმა ფინალამდე ყველა ორთაბრძოლა იოლად მოიგო, ფინალში კი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი ირანელი ხასამ რახიმი დაძაბულ ორთაბრძოლაში 5:4 დაამარცა.