ლონდონის არსენალის გულშემატკივრებმა მაიკ დინის საწინააღმდეგო პეტიცია შექმნეს და მოითხოვენ, რომ ამ მსაჯმა აღარ იმსაჯოს მათი გუნდის შეხვედრები.
ამ დროისთვის პეტიციას დაახლოებით 60 ათასმა გულშემატკივარმა მოაწერა ხელი.
მეთოფეების გულშემატკივრები ჩელსისთან გამართულმა შეხვედრამ გააღიზიანა ,სადაც დინმა არსენალის ორი ფეხბურთელი გააძევა მოედნიდან.
მატჩი ჩელსის გამარჯვებით 2:0 დასრულდა.
წყარო: eurosport.ru