საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ტონგას დამარცხებით, 3.26 სარეიტინგო ქულა მოიპოვა და მსოფლიოს რეიტინგში მე-13 ადგილზე გადაინაცვლა.
ქართველმა მორაგბეებმა ამერიკის, იტალიის და ტონგას ნაკრებებს გაუსწრეს.
მომდევნო შეხვედრას ბორჯღალოსნები 25 სექტემბერს არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ, რომელიც მსოფლიო რეიტინგში მე-8-ე ადგილზეა.
წყარო: worldrugby.org
ფოტო: საქართველოს რაგბის კავშირის Facebook-ის გვერდი.