საქართველოს მორაგბეთა ნაკრები დღეს მსოფლიოს თასის გათამაშებაში მორიგ შეხვედრას გლოსტერში, კინგსჰოლმზე გამართავს.
ბორჯღალოსნების მეტოქე მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი, არგენტინის ნაკრებია.
"შევიმუშავეთ რამდენიმე ახალი კომბინაცია და ჩემი აზრით, 100 %-ით მზად ვართ ამ თამაშის მოსაგებად. გამარჯვებას კი ავღანეთში დაღუპულ ქართველ გმირს მივუძღვნით", - განაცხადა საქართველოს ნაკრების მორაგბემ, ჯაბა ბრეგვაძემ.
შეხვედრა თბილისის დროით 19 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.
ფოტო: საქართველოს რაგბის კავშირის Facebook-ის გვერდი.