საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიაკაციო ეტაპის მეორე რაუნდს იწყებს.
საკვალიფიკაციო ეტაპს ისრაელის ქალაქი, ნეთანია უმასპინძლებს. ჩვენი წყალბურთელები მასპინძელ ისრაელს,ლიტვას და ჰოლანდიას ნაკრებებს დაუპირისპირდებიან.
ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე, რომელიც სერბეთში გაიმართება ოთხ ნაკრებს შორის ორი საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი იასპარეზებს.
პირველ შეხვედრას საქართველოს ნაკრები ჰოლანდიის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი დღეს თბილისის დროით 18:30 საათზე დაიწყება.