რომას კაპიტანი, ფრანჩესკო ტოტი, მოედანზე გასვლას ერთი თვის განმავლობაში ვერ შეძლებს.
ტოტიმ ტრავმა კარპისთან გამართულ შეხვედრაში მიიღო. ის მოედანზე 46-ე წუთზე გამოვიდა, თუმცა მატჩის ბოლომდე დასრულება ვერ შეძლო.
რომამ კარპი 5:1 დაამარცხა.
წყარო: Football Italia