ტოკიოში დასრულებულ სექტემბრის ბაშოზე წარმატებით იასპარეზა ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა.
ტოჩინოშინმა 15 ბრძოლიდან 10 მოიგო და შესაძლოა პირველი ქართველი სუმოისტი გახდეს, რომელიც სეკივაკეს წოდებას მიიღებს. მისი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქამდე კომუსუბის ტიტული იყო.
მეორე ქართველმა სუმოისტმა თეიმურაზ ჯუღელმა, იგივე გაგამარუმ, რომელიც აღმოსავლეთის მე-9 მაეგაშირა გახლდათ 15 ორთაბრძოლიდან მხოლოდ 6 მოიგო და რეიტინგში დაქვეითდება.
ბაშოს გამარჯვებული მონღოლი იოკუძუნა კაკურიუ გახდა.
* კომუსუბი - სუმოს იერარქიაში რანგით მეოთხე კატეგორია, იუკოძუნას, ოძეკის და სეკივაკეს შემდეგ. (ამ ოთხი ტიტულის მატარებლებს სანიაკუს წევრებს უწოდებენ, რადგან ისინი ყველაზე ძლიერ სუმოისტებად ითვლებიან)
* მაეგაშირა - სუმოს იერარქიაში იოკუძუნას, ოძეკის, სეკივაკეს და კომუსუბის შემდეგ რიგითი მაეგაშირები არიან.