მადრიდის რეალი, რომელსაც დავიდ დე ხეას ტრანსფერი ბოლო წუთებში ჩაეშალა, პრემიერლიგაში მოთამაშე კიდევ ორი ფეხბურთელით ინტერესდება.
სატრანსფერო ბაზარზე რეალის მთავარი სამიზნე, ჩელსის ბელგიელი ნახევარმცველი ედენ აზარი იქნება, რომელსაც რეალი უკვე დიდი ხანია აკვირდება. ჟოზე მოურინიოს განცხადებით, აზარის გამოსასყიდი თანხა 270 მილიონ ევროს შეადგენს.
თუ ეს ტრანსფერი არ განხორციელდება, მადრიდელებს სათადარიგო ვარიანტად, ლივერპულის ბრაზილიელი ფეხბურთელი, ფილიპე კოუტინიო ჰყავთ.
წყარო: as.com