ინგლისის სუპერთასის მოგების შემდეგ მანჩესტერ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, პრესკონფერენცია გამართა. მოურინიო მეტოქე გუნდს, ლესტერს აქებდა, რა დროსაც ჩაძინებული ჟურნალისტი შეამჩნია.
"ლესტერი შესანიშნავი გუნდია. ისინი კვლავ ფანტასტიურ სეზონს ჩაატარებენ, მიუხედავად იმისა გახდებიან ჩემპიონები თუ არა და ასევე, შესანიშნავია, რომ ჯენტლმენს ბოლო რიგში ანგელოზივით სძინავს," - მოურინიოს ამ სიტყვებმა დარბაზში სიცილი გამოიწვია.
შეგახსენებთ, რომ ინგლისის სუპერთასი მანჩესტერ იუნაიტედის გამარჯვებით დასრულდა. მოურინიოს გუნდმა პრემიერლიგის გასული სეზონის ჩემპიონი 2:1 დაამარცხა.
წყარო: Eurosport