16 ნოემბერი 2024,   10:39
ვრცლად
ევროპის ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელი ბილეთების არალეგალურად გაყიდვისთვის რიოში დააკავეს

ევროპის ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელი, პატრიკ ჰიკი, ბილეთების არალეგალურად გაყიდვისთვის რიო დე ჟანეიროში დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ მან დაკავებისას გაქცევა სცადა.

პატრიკ ჰიკი რიო დე ჟანეიროში ოლიმპიადაზე იმყოფება და მისი დაკავება სასტუმროს ნომერში მოხდა, სადაც ის ბოლო დღეების განმავლობაში ცხოვრობს.

ის საჯარო კომენტარზე უარს ამბობს.

 

წყარო: BBC

დღის ამბები