საქართველოს სათამაშო კონგრესი თბილისში 2017 წლის 1 მარტს მესამედ გაიმართება. კონგრესის მთავარი განსახილველი თემა გარიგებულ მატჩებთან ბრძოლა იქნება. კონგრესზე სიტყვით გამოვა ფრანჩესკო ბარანკა, რომელიც გარიგებულ მატჩებთან ბრძოლის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ევროპელი ექსპერტია.
ბარანკას გამოსვლა მატჩებიც ჩაწყობის სქემებს და ასევე ამ პრობლემის გადაჭრის გზებს შეეხება. ფრანჩესკო ბარანკა გავლენიანი ორგანიზაცია ფედერბეტის ერთ-ერთი ხელმძღვანელია. ორგზანიზაცია 2011 წლიდან თაღლითური ფსონების აღმოჩენასა და ბოკმეიკერების უფლებების დაცვაზე მუშაობს.
"მოვყვები თუ როგორ მუშაობს თაღლითური ფსონების აღმოჩენის სისტემა. ასევე მოვიყვან მაგალითებს, როდესაც დაფიქსირდა თაღლითური ფსონები ძალიან ცნობილი გუნდების მონაწილეობით," - განაცხადა ბარანკამ.
სათამაშო კონგრესს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, ბიზნესმენები, აპარატურის მწარმოებლები, პროგრამული უზრუნველმყოფის სპეციალისტები დაესწრებიან.