დღეს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის 2 საპასუხო შეხვედრა გაიმართება. ნაპოლი მადრიდის რეალს უმასპინძლებს, ლონდონის არსენალი კი მიუნხენის ბაიერნს.
მადრიდის რეალმა სანტიაგო ბერნაბეუზე მეტოქე 3:1 დაამარცხა და იტალიაში შეხვედრას უპირატესობით დაიწყებს. სამეფო კლუბისთვის პოზიტიური სიახლე ის არის, რომ გუნდს მცირე ტრავმის შემდეგ კრიშტიანო რონალდო დაუბრუნდა. აღსანიშნავია, რომ რეალს დაზიანების გამო რაფაელ ვარანი ვერ დაეხმარება.
უცხოური მედიის შეფასებით ლონდონში მატჩი უბრალო ფორმალობისთვის გაიმართება, რადგანაც ბაიერნმა პირველ შეხვედრაში არსენალი 5:1 დაამარცხა და მეთოფეების შანსები მინიმალურია.
"ერთადერთი უპირატესობა ამ სიტუაციაში ის გვაქვს, რომ არ გვაქვს არჩევანი - უნდა შევუტიოთ და ვეცადოთ გავიტანოთ რაც შეიძლება მეტი გოლი. არ მაინტერესებს რა მოხდა წარსულში, ჩვენ გვაქვს სიამაყე და 90 წუთი," - განაცხადა არსენალის მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა.
შეხვედრები თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.