გუშინ, ინგლისის თასის მეოთხედფინალური ეტაპის მატჩში ერთმანეთს ლონდონის ჩელსი და მანჩესტერ იუნაიტედი დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ლონდონური კლუბის გამარჯვებით 1:0 დასრულდა.
არსიტოკრატები ნგოლო კანტეს მიერ 51-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით მომდევნო ეტაპზე გავიდნენ. ნახევარფინალში ჩელსისთან ერთად არსენალი, ტოტენჰემი და მანჩესტერ სიტი იასპარეზებენ.