14 მარტს ჩემპიონთა ლიგაზე 2 მერვედფინალური მატჩი გაიმართა. ლესტერმა სევილიას უმასპინძლა, იუვენტუსმა კი პორტუს.
ლესტერმა ესპანური კლუბი 2:0 დაამარცხა, ორი მატჩის ჯამში 3:2 მოიგო და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. იუვენტუსმა სასურველი ანგარიში პირველივე შეხვედრაში დააფიქსირა, მეორე მატჩში კი პორტუ მინიმალური სხვაობთ 1:0 დაამარცხა (ჯამში 3:0) და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
დღეს კიდევ 2 მერვედფინალური შეხვედრა გაიმართება. ატლეტიკო მადრიდი ლევერკუზენის ბაიერს უმასპინძლებს (4:2), მონაკო კი მანჩესტერ სიტის მიიღებს (3:5). მატჩები თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.