15 ნოემბერი 2024,   18:51
ვრცლად
როჯერ ფედერერმა რაფაელ ნადალი კიდევ ერთხელ დაამარცხა

ინდიან უელსის მერვედფინალურ მატჩში ერთმანეთს როჯერ ფედერერი და რაფაელ ნადალი დაუპირისპირდნენ. ავსტრალიის ღია პირველობის ფინალისტების შეხვედრა დიდ ყურადღებას იწვევდა და სპორტის მოყვარულები დაძაბულ ბრძოლას ელოდნენ, თუმცა ფედერერმა ესპანელი ჩოგბურთელი საკმაოდ იოლად 2 სეტში - 2:6, 3:6 დაამარცხა.

შეხვედრა 1 საათი და 8 წუთი გაგრძელდა. ფედერერმა თავისი მოწოდების 76%-ი გამოიყენა, ნადალმა კი 56 %-ი. აღსანიშნავია, რომ შვეიცარიელმა ნადალს ბოლო 3 შეხვედრა მოუგო.

ინდიან უელსის მეოთხედფინალში ფედერერი ავსტრალიელ ნიკ კირიოს დაუპირისპირდება, რომელმაც ნოვაკ ჯოკოვიჩი 6:4, 7:6(3) დაამარცხა. 

დღის ამბები