ესპანური diariogol.com-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდს რეალის ლიდერი, კრიშტიანო რონალდო გუნდიდან 6 ფეხბურთელის წასვლას ითხოვს.
რონალდოს შავ სიაში კარიმ ბენზემა ალვარო მორატა, ლუკას ვასკესი, ისკო, მარკო ასენსიო და რაფაელ ვარანე მოხვდნენ. გამოცემის ცნობით, პორტუგალიელი უკმაყოფილოა თანაგუნდელების სათამაშო ფორმით და მიაჩნია, რომ ფეხბურთელებმა მადრიდის რეალში თავი ამოწურეს.
გამოცემა წერს, რომ რონალდოს სურს სამეფო კლუბის შემადგენლობაში მონაკოს ფეხბურთელი კილიან მბაპე იხილოს.
გავრცელებულმა ცნობებმა ესპანეთში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, თუმცა რონალდოს ულტიმატუმი ოფიციალურად არ დადასტურებულა.
რონალდო კი ამჟამად პორტუგალიის ნაკრებში იმყოფება და უნგერთის წინააღმდეგ გამართულ მატჩში დუბლის შესრულება მოახერხა.