15 ნოემბერი 2024,   18:45
ვრცლად
თორნიკე შენგელიას წარმატებული შეხვედრა - ქართველმა 21 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა

ესპანური ბასკონიის ქართველმა კალათბურთელმა, თორნიკე შენგელიამ მორიგი წარმატებული შეხვედრა ჩაატარა. ესპანეთის ჩემპიონატის მატჩში ესტუდიანტესის წინააღმდეგ შენგელიამ 21 ქულა, 9 მოხსნა, 1 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა. თამაში კი ბასკონიის გამარჯვებით  76:70 დასრულდა.

შენგელიას სარგებლიანობის კოეფიციენტმა 25 შეადგინა და ის მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

ჩემპიონატში ბასკონიამ 17 მოგება, 7 მარცხი მოაგროვა, შედეგად ქართველის გუნდი რეალთან და ბარსელონასთან ერთად, მესამე-მეხუთე ადგილებს იყოფს.  

დღის ამბები