მაიამის მასტერსის 1/4-ფინალში ესპანელმა რაფაელ ნადალმა ჯეკ სოკი 6:2, 6:3 დაამარცხა. შეხვედრა 1 საათი და 25 წუთს გაგრძელდა. ნახევარფინალში ნადალი იტალიელ ფაბიო ფონინის შეხვდება. მატჩი 31 მარტს თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.
პარარელურად კი შესანიშნავ ფორმაში მყოფი როჯერ ფედერერი ტურნირის მეოთხედფინალში ტომაშ ბერდიხს დაუპირისპირდება. ურთიერთშეხვედრებში ფედერერი ჩეხ მეტოქეს 17:6-ს ამარცხებს. მატჩი 30 მარტს თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება. ნახევარფინალში გასვლის შემთხვევაში ფედერერის მეტოქე ზვერევი-კირგიოსის წყვილს შორის გამარჯვებული იქნება.