01 მაისი 2024,   10:40
ვრცლად
ზუგდიდის ცენტრში ავტონაწილების მაღაზია გაქურდეს 

ზუგდიდის ცენტრში ავტონაწილების მაღაზია გაქურდეს. წაღებულია დაახლოებით 50 ათასი ლარის ღირებულების ნაწილები. 

ქურდობის შესახებ მაღაზიის მეპატრონეებმა დაახლოებით ერთი საათის წინ შეიტყვეს. მათი თქმით, არ არსებობს კამერების ჩანაწერები, რადგან ჩაჭრილია შიდა და გარე პერიმეტრზე სათვალთვალო კამერების ელექტროსადენები. შენობას კერძო დაცვის სამსახური - "ტიგონისი" იცავს. 

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო. 

დღის ამბები