01 მაისი 2024,   10:28
ვრცლად
ევროკავშირის რეაქცია ჩვენს კომენტარზე არ იყო, ამას მე არ მივიღებ - სერგი კაპანაძე გერმანიის ელჩის განცხადებაზე

"ევროპული საქართველოს" წევრმა სერგი კაპანაძემ "ღამის კურიერის" ეთერში გერმანიის ელჩის განცხადებაზე და იმ რეაქციაზე ისაუბრა, რომელიც ჰუბერტ ქნირშის ნათქვამმა გამოიწვია ოპოზიციურ სპექტრში:

"არავის არასოდეს უთქვამს, რომ შეთანხმებაში გვარები წერია, ქაღალდზე გვარები რომ არ ეწერა, ამაზე არავინ დაობს, საუბარი იყო იმაზე რომ შეთანხმების ნაწილი იყო ამ ადამიანების გათავისუფლება, ამაზეც არავინ დაობს, არც ერთი ჩვენი პარტნიორი, არც იქ მონაწილე ელჩები. ელჩის შეცდომა თუ გამოუცდელობა, რაც გინდათ დაარქვით, იყო ის, რომ მან ამაზე გადაიტანა აქცენტი, რომ გვარი არ წერია, გვარი რომ არ წერია ეს კი არ არის საქმე, საქმე ისაა რომ "ქართული ოცნება" ამტკიცებდა, გვარი რომ არ წერია, ვალდებულება არ აგვიღიაო. მან ამ თავისი განცხადებით ხელი შეუწყო "ქართული ოცნების" რიტორიკას,"- განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ევროკავშირის წარმომადგენლობის მხრიდან გაკეთებულ განცხადებას, სადაც ნათქვამი იყო რომ წარმომადგენლობა გმობს გარკვეული პოლიტიკური აქტორებისა და მედიასაშუალებების თავდასხმებს გერმანიის ელჩის მიმართ, სერგი კაპანაძე "ევროპული საქართველოს" მისამართით ნათქვამად არ მიიჩნევს და ამბობს, რომ ეს რეაქცია სხვა ოპოზიციური ძალების განცხადება მოჰყვა:

"ევროკავშირის წარმომადგენლობის მხრიდან რეაქცია, ჩვენს კომენტარზე არ იყო, არ დაგეთანხმებით, ის რეაქცია იყო სხვა შეფასებაზე, სხვა ოპოზიციურმა ძალებმა გააკეთეს და არა ჩვენ, მაგას მე არ მივიღებ,"- აღნიშნა სერგი კაპანაძემ.

დღის ამბები