21 დეკემბერი 2024,   18:14
ვრცლად
გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული მამაკაცის ყოფილი თანამშრომლების დაკითხვა გრძელდება

სამეგრელოში გრძელდება იმ პედაგოგების დაკითხვა, რომლებიც გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულ მამაკაცთან ერთად სპორტულ სკოლაში მუშაობდნენ. 66 წლის მამაკაცს 15 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება ედება ბრალად.

დაკითხვიდან გამოსული მასწავლებლები ამბობენ, რომ სამართალდამცავებს აინტერესებდათ, ჰქონდათ თუ არა მათ ინფორმაცია სექსუალური შევიწროების შესახებ.

უახლოესი რამდენიმე საათის განმავლობაში სასამართლომ მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზეც უნდა იმსჯელოს. ცნობილია, რომ ბრალდების მხარე პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.

6 წლის პედაგოგს 15 წლის გოგონა სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. სამართალდამცავებმა გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული უკვე დააკავეს. 

აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები