21 დეკემბერი 2024,   18:15
ვრცლად
კრემლში იმედი აქვთ, რომ პუტინს ტრამპი შეხვდება

კრემლში იმედოვნებენ, რომ დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას არ გადაიფიქრებს.

რუსეთის ლიდერის თანაშემწის, იური უშაკოვის განცხადებით, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა რუს კოლეგას თეთრ სახლში შეხვედრა 20 მარტის სატელეფონო საუბრის დროს შესთავაზა, თუმცა სერგეი სკრიპალის მოწამვლასთან დაკავშირებული დიპლომატიური სკანდალის შემდეგ, უშაკოვის თქმით, ლიდერების შეხვედრის ორგანიზების საკითხი დღის წესრიგში აღარ დამდგარა. 20 მარტს დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინს არჩევნებში გამარჯვების მისალოცად დაურეკა.

დღის ამბები