21 დეკემბერი 2024,   18:30
ვრცლად
გიორგი გიორგანაშვილს ბრალი დაუმძიმდა - "ბახალას" ბრალის დამტიკიცების შემთხვევაში უვადო პატიმრობა ელის

გიორგი გიორგანაშვილს იგივე ბახალას ბრალი დაუმძიმდა. გამოძიება მას ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანას ედავება.  

გიორგი გიორგანაშვილს  ერთ ეპიზოდზე, სუბოტექსის პირადი მოხმარების ფლობისთვის 8-წლიანი პატიმრობა უკვე შეფარდებული აქვს. დამძიმებული ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე ან უვადო სასჯელი ემუქრება.

საქმეში ბახალას გარდა კიდევ რამდენიმე პირი ფიგურირებს. მათ შორის არის ირაკლი ქორიძე და ჯაბა ხულორდავა. სწორედ მისი ჩვენების საფუძველზე დაიწყო გამოძიება ირაკლი ქორიძისა და გიორგი გიორგანაშვილის წინააღმდეგ.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მსჯავრდებულმა ხულორდავამ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება რამდენჯერმე შეცვალა.

ჯაბა ხულორდავას ამ დროისთვის 7 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

გიორგი გიორგანაშვილის ადვოკატი ხელს ჯაბა ხულორდავასკენ იშვერს და აცხადებს, რომ ბახალას ბრალი სწორედ მისი ცრუ ჩვენების საფუძველზე დაუმძიმდა. 

დღის ამბები