21 დეკემბერი 2024,   18:25
ვრცლად
ტერმინი "სიცოცხლის უფლების ხელყოფა" ომბუდსმენის ანგარიშში - ნინო ლომჯარია მწვავე დასკვნა და რეკომენდაცია სახელმწიფო უწყებებს

ნინო ლომჯარიას პირველი ანგარიში სახალხო დამცველის რანგში - როგორც მოსალოდნელი იყო, დოკუმენტი მწვავეა და მასში ყველა ის საკითხია ასახული, რომელიც სხვადსხვა პერიოდში ქვეყანაში პოლიტიკური დაპირისპირებისა და ხელისუფლების მისამართით არაერთი ხისტი ბრალდების მიზეზი გახდა. ბოლო წლების განმავლობაში პირველად ანგარიშში  ტერმინი "სიცოცხლის უფლების ხელყოფა" მოხვდა. ამის მიზეზი კი პანკისის სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეა. 347-გვერდიან დოკუმენტში ვრცელი ადგილი ეთმობა ძალოვან უწყებებს, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, რომლის კონტექსტში ცალკე გამოყოფილია "რუთავი 2"-ის საქმე.

სახალხო დამცველის ანგარიში შენიშვნებთან ერთად გაწერილია სახელწიფო უწყებების მიმართ კონკრეტული რეკომენდაციებიც.

ომბუდსმენი ითხოვს საზოგადოებისთვის ცნობილ პირთა სატელეფონო საუბრების აუდიოჩანაწერების გამოძიებასაც. სახალხო დამცველისთვის გაუგებარია, რატომ არ დადგა კონკრეტული შედეგი 2016 წლის სექტემბერსა და ოქტომბერში მასმედიით გავრცელებულ პოლიტიკოსთა და საზოგადოებისთვის ცნობილ პირთა სატელეფონო საუბრებზე დაწყებულ გამოძიებაზე. პროკურატურის მიმართ კიდევ ერთი შენიშვნა, 2015 წელს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის აუდიოჩანაწერების გამოუძიებლობასაც ეხება.  

ამავე თემაზე
დღის ამბები