17 ნოემბერი 2024,   22:36
ვრცლად
ოფიციალური თბილისი მშვიდობისთვის - პრემიერი ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას გარკვეულ პრივილეგიებს სთავაზობს

ოკუპირებულ რეგიონებთან ნდობის აღსადგენად და შერიგების პროცესის დასაჩქარებლად ოფიციალური თბილისი  ცხინვალსა და სოხუმს ახალ ინიციატივას სთავაზობს. მათ შორის არის ბიზნესი, განათლება და ევროკავშირთან დაახლოება. მთავრობის 3 პუნქტიანი გეგმა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობას ყველა იმ პრივილეგიას სთავაზობს, რომლითაც საქართველოს ყველა მოქალაქე სარგებლობს.

სოფელი ერგნეთი ერთ-ერთი ლოკაციაა, სადაც საქართველოს მთავრობა ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოქალაქეებისთვის სხვადასხვა პროგრამებს განახორციელებს.

ახალი ინიციატივა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე გაახმოვანა და შეეცადა აეხსნა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები თანამოქალაქეებისთვის, რომ პროგრამა მათ არა მხოლოდ ვაჭრობაში დაეხმარება, არამედ საშუალებას მისცემს რუსული საოკუპაციო ხაზი გადმოკვეთონ და ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ იმოგზაურონ.

ჰქონდა თუ არა სამშვიდობო ინიციატივაზე საუბარი თბილისს მოსკოვთან ეს კითხვა დღეს შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა უპასუხოდ დატოვა.

მთავრობის სამშვიდობო პროგრამას ეხმაურება და ამასთან დადებითად აფასებს საპარლამენტო ოპოზიციამ. თუმცა ამბობენ იმასაც, რომ პარალელურად ოფიციალურმა თბილისმა საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით მოსკოვზე პოლიტიკური ზეწოლა უნდა გააგრძელოს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები