20 ნოემბერი 2024,   09:36
ვრცლად
რუსული ოკუპაცია, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ ანტიდასავლური განწყობის გაჩენა - სუს-ის ანგარიში 

რუსული ოკუპაცია და რუსული სამხედრო ძალები ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სახელწიფო უსაფრთხოების ანგარიშში ყველაზე მთავარ საფრთხედ არის შეფასებული.

სუს-ის 27 გვერდიან ანგარიშში, რომელიც პარლამენტში უკვე შევიდა, წერია, რომ უცხო ქვეყნების სპეცსამსხურები ცდილობენ, საქართველოში ანტიდასავლური განწყობა დათესონ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშში აღნიშნულია, რომ დადგენილნი არიან ის პირები და ორგანიზაციები, რომლებსაც რუსეთი ჰიბრიდული ომისთვის, საზოგადოებრივი აზრის პოლარიზებისა და ქვეყნაში რუსული გავლენების გაძლიერებისთვის იყენებს.

დასკვნაში წერია, რომ ქვეყანაში მოქმედებენ ლობისტური ჯგუფები, გაერთიანებები და პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ცდილობენ, სხვა ქვეყნის ინტერესები გაატარონ.

ვახტანგ გომელაურის უწყების ანგარიშში ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევისა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის ფაქტიც მოხვდა.

სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის საპარლამენტო ანგარიშში ყურადღება კორუფციასა და ქიმიური იარაღის გაუვრცელებლობისთვის ბრძოლასაც ეთმობა.

ოპოზიცია ამბობს, რომ სუს-ის ანგარიშში სწორი აქცენტებია, თუმცა მეტი კონკრეტიკა და საფრთხეებთან რეალური ბრძოლაა საჭირო.

უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ექსპერტები აცხადებენ, რომ მთავარია ხელისუფლებამ სწორად დანახულ საფრთხეებს პასუხი ადეკვატურად გასცეს.

სუს-ის 2017 წლის ანგარიშის განხილვა მომავალი კვირიდან საპარლამენტო კომიტეტებში დაიწყება, თუმცა უცნობია კონკრეტული თარიღი როდის მივა ვახტანგ გომელაური პარლამენტში.

დღის ამბები